ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში
03 იანვარი 2016 წ.

 3 იანვარს   მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ტრადიციული  საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა.  ზეიმი ტარდება  მრავალფეროვანი განახლებული  პროგრამით: თოჯინების  თეატრის სპექტაკლი, თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ,  ზღაპრის გმირები. ეწყობა სახალისო ნომრები ბავშვებისათვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან  სასახლის მხატვრული კოლექტივები,  მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელები. ღონისძიების დასასრულს,  თოვლის ბაბუა პატარებს საახალწლო საჩუქრებს  ურიგებს. საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში ტრადიციულად, საქველმოქმედოა,  მოსაწვევები გადაეცათ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას", „საქართველოს სოლიდარობის ფონდს", „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს,"  ვეტერანთა კავშირებს, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ტელეკომპანიებს  და სხვ.

3-9 იანვარს, ყოველდღე (7 იანვრის გარდა), 12 და 14 საათზე    მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართება.