|
ანსამბლ “ სი-მი“-ს საახალწლო კონცერტები
![]() 16 იანვარი 2016 წ.
![]() მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა "სი-მი" დეკემბერ -იანვარში არაერთ მნიშვნელოვან საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 25 დეკემბერს, ანსამბლის წევრები მიიწვიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 38-ე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. ასევე, მონაწილეობდნენ 3 იანვარს საპატრიარქოში პატრიარქის დაბადების დღისადმი (4 იანვარი) მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც შეასრულეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 13 იანვარს, საპატრიარქოში გაიმართა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება, სადაც ანსამბლმა არაერთი მოწვევა მიიღო სხვადასხვა ტაძრიდან, 17 იანვარს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. 15 იანვარს მევიოლინეთა ანსამბლის წევრები ესტუმრნენ ხანდაზმულთა პანსიონატ „სავანეს", რომლის ბინადრებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
|











