|
,,დაიმახსოვრეთ ეს სახელები“
![]() 27 იანვარი 2016 წ.
![]() 27 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში, „ ნორჩ კალმოსანთა" გაერთიანების ორგანიზებით, გაიმართა წმინდა ნინოს ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,დაიმახსოვრეთ ეს სახელები" - კონკურსებში ორგზის გამარჯვებული ,,ცეროდენა კალმოსნის", ნინო კოჭლამაზაშვილის შემოქმედებითი საათი. პედაგოგმა გული სალუქვაძემ ისაუბრა წმინდა ნინოს მოღვაწეობის დიდ მნიშვნელობაზე ქართველი ერის ცხოვრებაში, ქვეყნის გაქრისტიანების რთულ გზაზე, ისტორიაზე. შეკრებილი საზოგადოება გაეცნო წარჩინებული მოსწავლის, ნინო კოჭლამაზაშვილის და მისი მეგობრების შემოქმედებას, აღინიშნა, რომ რომ ნინო კონკურსებში ორგზის გამარჯვებულია, - როგორც ესეს - „ჩემი დედა ენა" ავტორი და როგორც დეკლამატორი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ყოფილი სტუდიელები: ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი, ნინო მაჭარაშვილი, ასევე, ოთარ და ალექსანდრე კახიძეები. საღამოს მონაწილეებს მიესალმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი, მან მოსწავლეებს შემოქმედებით პროცესში წარმატებები, ისაუბრა იმ კლუბის მნიშვნელობაზე, სადაც მოზარდები ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ, მოსაზრებებსა და შენიშვნებს გაუზიარებენ.
|











