|
საღამო „ვეცნობით ირანს“
![]() 08 თებერვალი 2016 წ.
![]()
8 თებერვალს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 37-ე წლისთავისადმი, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვეცნობით ირანს". მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტისა (ხელმძღვანელი ქეთევან გელაშვილი) და ირანის საელჩოს კულტურის განყოფილების ღონისძიების მიზანი გახლდათ ირანის ისლამური რესპუბლიკის უკეთ გაცნობა; კაბინეტის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ამ თემისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პრეზენტაცია, ისაუბრეს ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის დიპლომატიურ კავშირებზე, დღევანდელი ირანის მიღწევებზე, გაგვიზიარეს ამ ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებები, წაიკითხეს სპარსი კლასიკოსების: ომარ ჰაიამის, საადის შედევრები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, - გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად... კაბინეტის მოსწავლე ელენე ნოზაძე სპარსულ ენაზე მიესალმა სტუმრებს, შეასრულა სიმღერა „ჯანე მარიამ". საღამოში მონაწილეობდნენ ირანელი პიანისტი დიანა ასლანი, სასახლის მუსიკალური, ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებმაც სტუმრებს საინტერესო მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზეს.
|











