წიგნების მიმოხილვა ბიბლიოთეკაში
17 თებერვალი 2016 წ.

 17 თებერვალს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკაში გაიმართა  ბიბლიოთეკის  ახალი   წიგნების  მიმოხილვა -  მოსწავლეებმა წარადგინეს ცნობილი ნაწარმოებები, ბესთსელერები,  გამოთქვეს აზრი მათ მხატვრულ ღირებულებაზე,  მთავარ სათქმელზე, მწერლის ენისა და გამოხატვის ფორმის თავისებურებებზე,  ასევე, ამ ნაწარმოებების ეკრანიზაციაზე,  განსხვავებაზე  წიგნსა და ეკრანიზაციას შორის, გაიმართა აზრთა საინტერესო  გაცვლა-გამოცვლა.