ვორქშოფი საერთაშორისო პროექტ ”ქოროს”ფარგლებში
09 მარტი 2016 წ.

9 -დან 11 მარტამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები,  თეატრალური ვორქშოფი საერთაშორისო პროექტ "ქოროს"ფარგლებში; აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „კრეატიული ევროპა" მხარდაჭერით. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, გოეთეს ინსტიტუტი, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ვორქშოფი ტარდება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სასახლის თეატრალური სტუდიის მოსწავლეებისთვის. 

განხორციელდება ორი პროგრამა: შემოქმედებითსა და მართვის სფეროში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურული, თეატრალური ურთიერთობების გააქტიურებას, გამოცდილების გაზიარებას ევროპის ქვეყნებს შორის ამ სფეროში.