|
„დედამიწის საათი“ სასახლეში
![]() 20 მარტი 2016 წ.
![]()
19 მარტს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, გაიმართა აქცია „დედამიწის საათი" - „ჩააქრე სინათლე ერთი საათით". საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპიმ, სასახლის გეოეკოლოგიის წრის პედაგოგმა ეკა ელიზბარაშვილმა „დედამიწის საათის" ისტორიასა და დიდ მნიშვნელობაზე, არასასურველი, გამანადგურებელი ეკოლოგიური პროცესების შეჩერების, ამ პროცესში კრეატიული მოზარდი თაობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეებმა საზოგადოებას გააცნეს სასახლეში „დედამიწის საათის" აღნიშვნის ტრადიცია, გააჟღერეს ამ თემისადმი მიძღვნილი გზავნილები - 12 მარტივი წესი გლობალური დათბობის შესაჩერებლად, დაარიგეს ამ დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „გაზაფხული", ნორჩმა მოცეკვავეებმა შეასრულეს „ჰიპ-ჰოპი". ღონისძიებას ესწრებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილე მაია ჩიმაკაძე.
|













