|
მათემატიკის ფესტივალი
![]() 14 მარტი 2016 წ.
![]() 14 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კომპიუტერული სტუდიის მათემატიკის წრის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს „ევერესტის" მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ „მათემატიკის ფესტივალში," რომელიც π- რიცხვის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. სასახლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური სახალისო ამოცანები და გამარჯვებულთათვის სიმბოლური პრიზები, რამაც ფესტივალის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. „სასახლის კუთხე" ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მონაწილეებს დაურიგდათ სასახლის საიმიჯო ბუკლეტები.
|












