საქალაქო კონკურსი "ვინ უკეთ იცის ფიზიკა"
28 მარტი 2016 წ.

 

2016 წლის 25 აპრილს, ორშაბათს, დღის 2:30 სთ-ზე 55-ე საჯარო სკოლაში (ვაკე, ილ. ჭავჭავაძის გამზ. N38) ჩატარდება ალბერტ აინშტაინისადმი მიძღვნილი ტრადიციული 36-ე საქალაქო კონკურსი  "ვინ უკეთ იცის ფიზიკა".

კონკურსზე ვიწვევთ ფიზიკის საგნით განსაკუთრებით დაინტერესებულ და ნიჭიერ IX, X, XI კლასის მოსწავლეებს, რომლებიც მაღალ დონეზე არიან დაუფლებული სასკოლო პროგრამულ მასალას ფიზიკაში და გააჩნიათ ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებმა კარგად უნდა იცოდნენ წინა კლასებში გავლილი მასალაც.

გთხოვთ, წინასწარ შეარჩიოთ  სკოლიდან საუკეთესო არაუმეტეს 3-4 მოსწავლე, სია გამოაგზავნეთ სასახლის საფოსტო მისამართზე (pr@youthpalace.ge) არაუგვიანეს 15 აპრილისა და უზრუნველყავით შერჩეულ მოსწავლეთა გამოცხადება 55-ე საჯარო სკოლაში 25 აპრილს, ორშაბათს, დღის 2:30 სთ-ზე.

მოსწავლეებმა თან იქონიონ საწერ-კალმები და 12 ფურცლიანი რვეულები. მათ შეუძლიათ ისარგებლონ ფიზიკის საცნობარო ლიტერატურითაც.

საკონტაქტო პირი: ფიზიკის უფროსი პედაგოგი ლია კობიძე 599 65 11 86