|
საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულების სტუმრობა
![]() 31 მარტი 2016 წ.
![]() 31 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ ქ. მოსკოვის იური ენტინის შემოქმედებითი ცენტრის წარმომადგენლებს, საერთაშოროსო ფესტივალების „ჩუნგა-ჩანგა» და " Танец маленьких утят" ლაურეატებს, საბავშვო თეატრ „ჩუნგა-ჩანგა"-ს უმასპინძლა, რომლებსაც ხელმძღვანელობს ყველასათვის ცნობილი პოეტი, მრავალი პოპულარული სიმღერის ტექსტის, ანიმაციური ფილმის ავტორი - იური ენტინი. ისინი სასახლეს, სტუდია "პიონერფილმს" (ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე) საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ეწვივნენ. სტუმრებს მიესალმა და იური ენტინის გამორჩეულ, წარმატებულ შემოქმედებაზე ისაუბრა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა. „იური ენტინის შემოქმედებითი ცენტრის" დირექტორმა კონსტანტინ მულინმა, საერთაშირისო ფესტივალების დირექტორმა ვერა ხრუსტმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს, ისაუბრეს ფესტივალების მიზანზე- სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო სიმღერების შეკრება და პოპულარიზაცია, გავრცელდა იური ენტინის ვიდეომიმართვა.
|











