საბავშვო წიგნის კვირეული
04 აპრილი 2016 წ.

 4-12 აპრილს  მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის ბიბლიოთეკის (ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძე)  ორგანიზებით,  ტარდება  საბავშვო   წიგნის  კვირეული.   5 აპრილს, სამკითხველო დარბაზში გაიმართა  საბავშვო  წიგნის  გამოფენა  მიძღვნილი  მწერალ ჰ.ქ ანდერსენის დაბადების დღისადმი.  სასახლის მოსწავლეებმა, სტუმრებმა, მათ შორის სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის  ოქროს ფონდში დაცული წიგნები, საბავშვო ლიტერატურის სხვადასხვა გამოცემები.

ამავე დღეს, თეატრალურ  დარბაზში  გაიმართა საბავშვო- მუსიკალურ  თეატრ ,,ჭინჭრაქას "  სპექტაკლი „სატკბილეთის ქვეყანა". პიესის ავტორმა,  ბიბლიოთეკის  მკითხველთა კლუბის  პედაგოგმა   ი. მალაციძემ  ბავშვებს  გააცნო პიესის შექმნის ისტორია, ისაუბრა მკითხველის  დამოკიდებულებაზე ამ ნაწარმოებისადმი.  საბავშვო თეატრ ,,ჭინჭრაქას"  დასის   ნორჩმა წევრებმა თავიანთი ოსტატობითა და გულწრფელობით მოხიბლეს მაყურებელი.სპექტაკლს ესწრებოდნენ  სოციალურად დაუცველი ბავშვები, თბილისის სხვადასხვა სკოლის და სასახლის მოსწავლეები, საპატიო სტუმრები.  საბავშვო წიგნის საერთაშორისო  დღე, ტრადიციულად, მთელ მსოფლიოში აღინიშნება  ცნობილი დანიელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით.