|
„აფლატინის” ტრენინგი სასახლის პედაგოგებისთვის
![]() 10 აპრილი 2016 წ.
![]() 8-10 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა პროგრამა „აფლატინის" ტრენინგი სასახლის პედაგოგებისთვის, რომლის ორგანიზატორები არიან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და საერთაშორისო ორგანიზაცია „Aflatoun International". ტრენინგი ჩაატარეს „Aflatoun International"-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან სულავამ და ასოციაცია "ათინათის" ტრენერმა ლალი გამისონიამ. ეს არის ტრენერების ტრენინგი, - პედაგოგები, რომლებიც ამ ტრენინგს გაივლიან, შეძლებენ ანალოგიური ტრენინგების ჩატარებას. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პრეზენტაცია „აფლატუნის" შესახებ, საუბარი იყო პროგრამის კონცეფციასა და მის 5 ძირითად ელემენტზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლების მეთოდებზე, სახელმძღვანელო „აფლატინის" პრაქტიკულ გამოყენებაზე. 2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში სასახლეში ფუნქციონირებას დაიწყებს Aflateen-ის კლუბი. "აფლატინი" ესაა სასწავლო პროგრამა, გამიზნული 14-18 წლის მოზარდებისთვის, შექმნილი "აფლატუნის" სამდივნოს მიერ, რომლის მიზანია, ახალგაზრდობის ფინანსური, სოციალური განათლება, ამ გზით მათთვის ფინანსების მართვის სწავლება, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკურად აქტიურ ახალგაზრდებს, აიმაღლონ ცოდნა და იყვნენ ცვლილებების ინიციატორები. სასახლესა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Aflatoun International" -ს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.
|











