„აფლატინის” ტრენინგი სასახლის პედაგოგებისთვის
10 აპრილი 2016 წ.

8-10 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში  გაიმართა პროგრამა  „აფლატინის" ტრენინგი სასახლის პედაგოგებისთვის, რომლის ორგანიზატორები  არიან მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე  და საერთაშორისო  ორგანიზაცია  „Aflatoun International".  ტრენინგი  ჩაატარეს   „Aflatoun International"-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის მენეჯერმა ქეთევან სულავამ და ასოციაცია "ათინათის" ტრენერმა ლალი გამისონიამ.  ეს არის ტრენერების ტრენინგი,  - პედაგოგები,  რომლებიც ამ ტრენინგს გაივლიან, შეძლებენ ანალოგიური ტრენინგების ჩატარებას. ღონისძიების ფარგლებში,  გაიმართა პრეზენტაცია „აფლატუნის" შესახებ, საუბარი  იყო  პროგრამის კონცეფციასა და მის 5 ძირითად ელემენტზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, სწავლების მეთოდებზე, სახელმძღვანელო „აფლატინის" პრაქტიკულ გამოყენებაზე.   

2016-2017 სასწავლო წლის დასაწყისში სასახლეში ფუნქციონირებას დაიწყებს Aflateen-ის კლუბი.  "აფლატინი" ესაა სასწავლო პროგრამა,  გამიზნული 14-18 წლის მოზარდებისთვის,  შექმნილი "აფლატუნის" სამდივნოს მიერ, რომლის მიზანია, ახალგაზრდობის ფინანსური, სოციალური  განათლება, ამ გზით  მათთვის ფინანსების მართვის სწავლება, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების  გაცნობიერებაში ხელშეწყობა.  მისი   მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკურად აქტიურ ახალგაზრდებს, აიმაღლონ ცოდნა და იყვნენ ცვლილებების ინიციატორები. სასახლესა და საერთაშორისო  ორგანიზაცია  „Aflatoun International" -ს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.