საერთაშორისო ტრენინგი საფინანსო განათლების სფეროში
15 აპრილი 2016 წ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დასრულდა ტრენერების სწავლება - ტრენინგი საერთაშორისო პროექტის - „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გადაცემა და ბავშვებისა და ახალგაზრდების საფინანსო განათლების სფეროში სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, ტექნიკური ექსპერტიზა" ფარგლებში. 15 აპრილს, ღონისძიების ბოლო დღეს გაიმართა უკრაინის საბანკო უნივერსიტეტის პრეზენტაცია, მათ ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს საკუთარი მეთოდოლოგია, სწავლების მეთოდები მოზარდთა საბანკო განათლების სფეროში. შედგა ტრენინგის შემაჯამებელი სხდომა, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, მოსაზრებები და განსაზღვრეს პროექტის შემდგომი ამოცანები. შედგა ტრენინგის მონაწილეებისათვის სერტიფიკატების გადაცემა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა მადლობა გადაუხადა ტრენინგის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პროექტის შემდგომი ნაბიჯები კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ღონისძიებას ესწრებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენელი შალვა მეკრავიშვილი.