|
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ი
![]() 21 აპრილი 2016 წ.
![]() 21 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მ ე მ ო რ ა ნ დ უ მ ს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ახალგაზრდების განათლების, კვალიფიკაციის, წიგნისადმი ინტერესის ამაღლებას. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია სასახლის ისტორიული ბიბლიოთეკის განახლება - მოდერნიზაცია, რომ ბიბლიოთეკა მოზარდებისთვის უნდა იყოს არა მარტო წიგნის საკითხავი, არამედ საინტერესო შეხვედრების ადგილი. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა აღნიშნა, რომ ასოციაციას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს სასახლესთან და ეს დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობის დასაბამი იქნება. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაციის ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ბიბლიოთეკარებთან, დაინტერესებულ ადამიანებთან. ღონისძიებას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების წარმომადგენელი რუსუდან საგინაშვილი.
|








