საქართველოს ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა ცხოველთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
04 აპრილი 2012 წ.

4 აპრილს, სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის აღსაზრდელებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ცხოველთა უფლებების კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა და ხატვა – ფერწერის წრის ორმოცამდე მოსწავლეთა ნამუშევრები „უსახლკაროძაღლები“ საჯარო ბიბლიოთეკაში გამოიფინა.