|
70-ე საიუბილეო სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
![]() 23 აპრილი 2016 წ.
![]() 23 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა მოსწავლეთა 70 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია, რომელშიც საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეებისა (სახლების) და ცენტრების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მიზანია მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევის, ანალიტიკური უნარის გამოვლენა, თვითგამოხატვისა და საკუთარი ნააზრევის წარმოჩენა. კონფერენციის 28 სექციაში მოსწავლეებმა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი ნაშრომები წარმოადგინეს. სექციის სხდომებზე მოსწავლეთა ნამუშევრები შეაფასეს ცნობილმა მეცნიერებმა, სპეციალისტებმა, ჟურნალისტებმა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სიგელით კონფერენციაში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა 18 მოსწავლე, მათ სიგელები გადასცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების წარმომადგენელმა რუსუდან საგინაშვილმა.
|











