საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა"
25 აპრილი 2016 წ.

25  აპრილს,  36-ედ ჩატარდა საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა," ამ ღონისძიებას 1979 წლიდან ალბერტ აინშტაინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნად ჩაეყარა საფუძველი და წლების განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უწევს ორგანიზებას თბილისის 55-ე საჯარო სკოლასთან ერთად.

კონკურსი, სხვა მსგავსი კონკურსებისა და ოლიმპიადებისგან განსხვავებით, არ ზღუდავს მოსწავლეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ცოდნითა და შესაძლებლობით,- მათ საშუალება აქვთ ამოცანებსა და  თვისებრივ კითხვებზე მუშაობისას გამოიყენონ სათანადო საცნობარო ლიტერატურა. 
კონკურსში სისტემატიურად მონაწილეობენ თბილისის  საჯარო სკოლების მოსწავლეები. მონაწილეებს სათანადო მითითებებსა და კონსულტაციებს უწევენ კონკურსზე დამსწრე ფიზიკის პედაგოგები.

კონკურსის  მიზანია, მოზარდ თაობას გაუღვივოს ინტერესი ფიზიკის მეცნიერებისადმი, გაუღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.