|
საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა"
![]() 25 აპრილი 2016 წ.
![]() 25 აპრილს, 36-ედ ჩატარდა საქალაქო კონკურსი „ვინ უკეთ იცის ფიზიკა," ამ ღონისძიებას 1979 წლიდან ალბერტ აინშტაინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნად ჩაეყარა საფუძველი და წლების განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უწევს ორგანიზებას თბილისის 55-ე საჯარო სკოლასთან ერთად. კონკურსი, სხვა მსგავსი კონკურსებისა და ოლიმპიადებისგან განსხვავებით, არ ზღუდავს მოსწავლეებს, რომლებიც გამორჩეულები არიან ცოდნითა და შესაძლებლობით,- მათ საშუალება აქვთ ამოცანებსა და თვისებრივ კითხვებზე მუშაობისას გამოიყენონ სათანადო საცნობარო ლიტერატურა. კონკურსის მიზანია, მოზარდ თაობას გაუღვივოს ინტერესი ფიზიკის მეცნიერებისადმი, გაუღრმავოს ცოდნა ამ მიმართულებით.
|











