„კალმოსანთა“ ლიტერატურული სალონი
07 მაისი 2016 წ.

7 მაისს   მოსწავლე  - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  სარკეებიან დარბაზში გაიმართა  „კალმოსანთა" ლიტერატურული სალონი (პედაგოგი გული სალუქვაძე)  მოსწავლეთა 70-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის შემოქმედ მოსწავლეთა სექციაში გამოგზავნილ ნამუშევართა გამარჯვებული ავტორების მონაწილეობით.  გამარჯვებულმა მოსწავლეებმა,  სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის წარმომადგენლებმა     თავიანთი  შემოქმედება წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები, ესეები, ჩანახატები, მოთხრობები.  ამგვარი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოსწავლეებს შემოქმედებითი წარმატება უსურვეს თბილისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ  თამარ ტალიაშვილმა,   მოსწავლე  - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  დირექტორმა  ქეთევან ფეიქრიშვილმა.    პროფესიონალებმა  შეაფასეს მოსწავლეების ნამუშევრები, მისცეს მათ რჩევები, გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნები.  დასასრულს, ლიტერატურული სალონის მონაწილეებს  შემოქმედებითი წარმატებისათვის მოსწავლე  - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელები გადაეცათ.