|
„მეზღაპრე სტუმრად ჩვენთან“
![]() 15 მაისი 2016 წ.
![]() 15 მაისს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თოჯინების თეატრის დარბაზში თეატრალური სახელოსნოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება: „მეზღაპრე სტუმრად ჩვენთან!" თეატრალური სახელოსნოს მხატვრული კითხვის წრის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მწერალ ბონდო მაცაბერიძის 4 ზღაპარი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლები: ბონდო მაცაბერიძე, ზურაბ თორია, თემურ შავლაძე, გამომცემლობა „ბაკმის" თანადამფუძნებელი, ფილოლოგი რუსუდან მოსიძე. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს წრის მოსწავლეების გამართულ მეტყველებაზე, სიტყვის ფლობის უნარზე, შესაძლებლობებზე. კოლეგებმა, პედაგოგმა ზორაიდა გაბელიამ ისაუბრეს მწერალ ბონდო მაცაბერიძეს შემოქმედებაზე. დასასრულს, მწერალმა მოსწავლეები დაასაჩუქრა, მიიწვია თბილისის წიგნის ფესტივალზე.
|











