დისკუსია „ბავშვთა უფლებების გაშუქება მედიასივრცეში“
20 მაისი 2016 წ.

2o მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მედიასტუდია „დროს"   ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე: „ბავშვთა უფლებების გაშუქება მედიასივრცეში", ასევე, ამ მნიშვნელოვან თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რომელსაც წარმართავდენენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი, ვებ-გვერდის, mediachecker.ge რედაქტორი სალომე აჩბა, მათ მოზარდებს გააცნეს ინფორმაცია ქარტიის შესახებ. დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ მედიასტუდია „დროს" , ბიბლიოთეკის წრის „ქართული ენა არაქართველთათვის" სამართალმცოდნეობის კაბინეტის მოსწავლეები, აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებზე, კონკრეტულად, ბავშვთა პრობლემებისადმი არსებულ მიდგომაზე, იმაზე, რომ საეთერო დრო ნაკლებად ეთმობა გადაცემებს მოზარდებზე და მოზარდების მონაწილეობით, რომ არის შემთხვევები, როცა ბავშვთა უფლებები ირღვევა, როგორც მშობლების, ასევე ჟურნალისტების მიერ.