|
,,თავისუფალ საქართველოს, ღვთისმშობელო, მოხედე...“
![]() 25 მაისი 2016 წ.
![]()
25 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის მოსწავლეთათვის გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საათი: ,,თავისუფალ საქართველოს ღვთისმშობელო, მოხედე..." პედაგოგმა ისაუბრა ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ღირსშესანიშნავ თარიღებზე, 1918 წლის 26 მაისის, 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტების ისტორიულ მნიშვნელობაზე, წარმოაჩინა თაობების ბრძოლის გზა ქვეყნის თავისუფლებისათვის, თანმდევი ტრაგიკული მოვლენებით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისუფლების იდეისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია ქართველი მწერლების, კლასიკოსების მიერ ამ თემაზე შექმნილი ბრწყინვალე ლექსებით, ჩანახატებით, ნააზრევით.
|











