|
“ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს“ მსოფლიოს 14 ენაზე”
![]() 30 მაისი 2016 წ.
![]() 30 მაისს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „ვკითხულობთ ,,ვეფხისტყაოსანს" მსოფლიოს 14 ენაზე", მიძღვნილი შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 - ე წლისთავისადმი. 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში რუსთაველის წლად გამოაცხადა. ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ,,ლიტერატურის მოყვარულთა" წრის (უფროსი პედაგოგი ქ. არზიანი), საჯარო სკოლების მოსწავლეებმა; ღონისძიების მონაწილეებმა, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, მათ შორის უცხოელებმა, წაიკითხეს „ვეფხისტყაოსანი" არაბულ, თურქულ, სპარსულ, ინდურ, იაპონურ, ებრაულ, გერმანულ, რუსულ და სხვა ენებზე. მოსწავლეებმა, სიმბოლურად, პოემა 1712 წელს გამოცემული წიგნიდან წაიკითხეს. სასახლის თეთრ დარბაზში მოეწყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის მოსწავლეთა ამ თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
|











