|
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სასახლეში
![]() 01 ივნისი 2016 წ.
![]() 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ, როგორც ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნა. პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სხვადასხვა კაბინეტის მოსწავლეთა მონაწილეობით. გამოიფინა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის მოსწავლეების ნამუშევრები: ხატვა-ფერწერა, ქანდაკება, გობელენი, ხეზე კვეთა, ჭედურობა, ქარგვა, მაკრამე, შესრულებული ყველა იმ მხატვრული ტექნიკით, რომელიც სასახლეში ისწავლება, შედგა ფოტოხელოვნების წრის მოსწავლეების ფოტოგამოფენა. ხატვის პედაგოგებმა, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის ხელმარჯვე ეთნოგრაფებმა ჩაატარეს მასტერკლასები ხალიჩისა და ფარდაგის ქსოვის, თექის მოთელვისა და ქარგვის ტექნოლოგიების, ასევე ხალხური თოჯინებისა და მცენარეული საღებავებით დაფერვის ტრადიციული წესების გამოყენებით. შემეცნებით თამაშობათა სტუდიის პედაგოგებმა ბავშვები სხვადასხვა სახალისო - შემეცნებით აქტივობებში ჩართეს. გაიმართა საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელების მინი-ტურნირი, ერთდროული თამაშის სეანსი რამდენიმე დაფაზე. ტანვარჯიშისა და კალათბურთის წრეების ახალგაზრდა სპორტსმენებმა თავიანთი სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
|












