|
საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სამართალმცოდნეობის წრის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ
![]() 04 აპრილი 2012 წ.
![]() 4 აპრილს სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სახლის სამართალმცოდნეობის წრის მოსწავლეები საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. სახლის აღსაზრდელებმა დაათვალიერეს შენობა, გაეცნენ სასამართლოს დაარსების ისტორიას. სასამართლოში მოსწავლეების სტუმრობის წინაპირობა მარტის თვეში უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კონკურსი „სამართალი“ იყო. ახალგაზრდობის სახლის გამარჯებულმა ბავშვებმა ჯილდოდ სპეციალური სახელმძღვანელოები მიიღეს. |








