ფოლკლორის სტუდიის საანგარიშო საღამო
25 ივნისი 2016 წ.

25 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ფოლკლორული სტუდიის შემაჯამებელი კონცერტი. სტუდიის ანსამბლებმა შეასრულეს ქართული და უცხოური ფოლკლორის ნიმუშები, ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ისინი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.