სასახლეში Schoolbank -ის ახალი სასწავლო მოდული დაინერგება
27 აგვისტო 2016 წ.

მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსური განათლების საერთაშორისო ორგანიზაცია   CYFI (Child & Youth Finance International)  2 წელია  აქტიურად თანამშრომლობენ, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ,  რომლის  მიზანი  ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლებაა,

 

23-26 აგვისტოს ქალაქ კიშინიოვში (მოლდოვის რესპუბლიკა) CYFI -ისა   და  მოლდოვის განათლების მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა პროგრამა  Schoolbank-ის 12 საათიანი მოდულის წარდგინება თემაზე - "ეფექტური ფინანსური განათლება: ფინანსური განათლების სწავლების ეფექტური მეთოდები და ფინანსური განათლებისა და ჩართულობისადმი კომპლექსური მიდგომა".

 

პროექტის მონაწილეები გაეცნენ ფინანსური განათლების სწავლების საინტერესო, სახალისო და ეფექტურ მეთოდებს. Schoolbank-ის პროექტი, რომლის მიზანია განავითაროს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნება, ხელი შეუწყოს მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის ათვისებას და ჩამოუყალიბოს საკუთარი შესაძლებლობების ანალიზის უნარი.

ორგანიზატორთა მიწვევით, ტრენინგს ესწრებოდა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელი - ვებ დიზაინის პედაგოგი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამა "aflateen"-ის ტრენერი თინათინ ჯახუა. ტრენინგს უძღვებოდა CYFI-ის საერთაშორისო კონსულტანტი ბ-ნი პოლ მოკლერი (Paul Moclair).

აღსანიშნავია, რომ  ეს მოდული დაინერგება „აფლატინის" კლუბის ფარგლებში, რომელიც სასახლეში ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას,