|
სასახლეში Schoolbank -ის ახალი სასწავლო მოდული დაინერგება
![]() 27 აგვისტო 2016 წ.
![]() მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსური განათლების საერთაშორისო ორგანიზაცია CYFI (Child & Youth Finance International) 2 წელია აქტიურად თანამშრომლობენ, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, რომლის მიზანი ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლებაა,
23-26 აგვისტოს ქალაქ კიშინიოვში (მოლდოვის რესპუბლიკა) CYFI -ისა და მოლდოვის განათლების მეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით პედაგოგებისა და მოწვეული სტუმრებისათვის გაიმართა პროგრამა Schoolbank-ის 12 საათიანი მოდულის წარდგინება თემაზე - "ეფექტური ფინანსური განათლება: ფინანსური განათლების სწავლების ეფექტური მეთოდები და ფინანსური განათლებისა და ჩართულობისადმი კომპლექსური მიდგომა".
პროექტის მონაწილეები გაეცნენ ფინანსური განათლების სწავლების საინტერესო, სახალისო და ეფექტურ მეთოდებს. Schoolbank-ის პროექტი, რომლის მიზანია განავითაროს ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნება, ხელი შეუწყოს მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობის ათვისებას და ჩამოუყალიბოს საკუთარი შესაძლებლობების ანალიზის უნარი. ორგანიზატორთა მიწვევით, ტრენინგს ესწრებოდა მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენელი - ვებ დიზაინის პედაგოგი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლების პროგრამა "aflateen"-ის ტრენერი თინათინ ჯახუა. ტრენინგს უძღვებოდა CYFI-ის საერთაშორისო კონსულტანტი ბ-ნი პოლ მოკლერი (Paul Moclair). აღსანიშნავია, რომ ეს მოდული დაინერგება „აფლატინის" კლუბის ფარგლებში, რომელიც სასახლეში ოქტომბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას,
|











