|
მინანქრის საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმო დახურვა
![]() 13 სექტემბერი 2016 წ.
![]() 13 სექტემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში, მინანქრის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის, მხატვართა კავშირისა და სასახლის ერთობლივი ღონისძიება- სიმპოზიუმის მონაწილე ხელოვანთა, მემინანქრეების საანგარიშო გამოფენა და საზეიმო დახურვა. გამოფენის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, მის დირექტორს ნოდარ ავდალიანს თანამშრობლობისა და მასპინძლობისათვის. სიმპოზიუმის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე, შემოქმედებით პროცესზე ისაუბრეს დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, პროფესიული სწავლების მენეჯერმა კახაბერ ვარდუკაძემ, ცნობილმა მემინანქრემ, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის პედაგოგმა მიხეილ ცალქალამანიძემ, უცხოელმა სტუმრებმა დამსწრეებს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილები გაუზიარეს. სიმპოზიუმის მონაწილეებმა მეტად საინტერესო, თემატურად მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს. 4 სექტემბრიდან მიმდინარე სიმპოზიუმი შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს ეძღვნება. სიმპოზიუმის თემა გახლდათ შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მოტივებზე მინანქრის ნაკეთობათა შექმნა. მასში მონაწილეობენ: ბერნანდ გონე, კოლეთ არდო (საფრანგეთი); ნიკოლა კუზმიჩი (ბელორუსია); ალექსი მაქსიმოვი (რუსეთი, სანკტ პეტერბურგი); ნატალია კონტენბერგი (რუსეთი, მოსკოვი); მარიტა დომენტაიტესი (ლიტვა), ცნობილი ქართველი მემინანქრეები: მიხეილ ცალქალამანიძე, იოსებ ზანგალაძე და ივანე კოკაია.
|











