„მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი“
03 ოქტომბერი 2016 წ.

2 ოქტომბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში გაიმართა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი" . მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეების მონაწილეობით გამართული ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიების ორგანიზატორია თეატრალური სახელოსნოს მხატვრული კითხვის წრის პედაგოგი ინეზა აბესაძე, რეჟისორი - მაკა ბურდული. ღონისძიების მონაწილეებმა მასწავლებლის რთული და საპატიო პროფესიის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

სასახლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, აკაკი ხორავას ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდები, სამსახიობო ოსტატობით წარმოადგინეს სცენები „ოტელოდან", „ოიდიპოს მეფედან" (რეჟისორი - მაკა ბურდული) და დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს. თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის, 108-ე, 179-ე, 24-ე 161-ე 165-ე და სხვა საჯარო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს გადაეცათ მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელები, რომელიც თავიანთმა მოსწავლეებმა გადასცეს.