პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების შესახებ
11 ოქტომბერი 2016 წ.

 

10 ოქტომბერს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გეოეკოლოგიის წრის (პედაგოგი ეკა ელიზბარაშვილი) მოსწავლეებს ლექცია - პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების შესახებ ჩაუტარა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სააგენტოს უფროსმა სპეციალისტმა მარიამ თათარაშვილმა, მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების ფუნქციის, კატეგორიებისა და ინფრაქტრუქტურის, იქ დაშვებული აქტივობების შესახებ, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობაზე. პრეზენტაცია ინტერაქტიულ რეჟიმში, მოსწავლეების ჩართულობით წარიმართა. ასევე, გაუზიარა აშშ-ში მონტანას უნივერსიტეტში სტაჟირებისას მიღებული გამოცდილება.