თბილისისადმი მიძღვნილი გამოფენა
31 ოქტომბერი 2016 წ.

31 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მარმარილოს დარბაზში გაიმართა თბილისისადმი მიძღვნილი გამოფენა - საშემოდგომო ხილის ფესტივალი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის წრეების მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებმაც წარმოადგინეს ნამუშევრები თბილისის თემატიკაზე. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებმა, მათ შექმნეს იმავე თემატიკის ნამუშევრები ცნობილი მხატვრების, პედაგოგების დახმარებით. გაიმართა აქცია „დამიმეგობრდი, გახდი სასახლის მეგობარი", რომლის ფარგლებში მოზარდები უკეთ გაეცნობიან სასახლეს, მის საქმიანობას, აქტივობებს. მოწვეული სტუმრები - მხატვრები ქეთი შალამბერიძე, ირინა ლავრინენკო- კასრაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობელთა ხიდის" ( სსსმ ბავშვთა დღის ცენტრი) წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის  და ნოვაციების და მეთოდური მუშაობის ცენტრის  ორგანიზებით.