|
პროექტ „ კინოქალაქ „სინემას“ საზეიმო საღამო
![]() 23 ოქტომბერი 2016 წ.
![]() 20- 23 ოქტომბერს პროექტ „კინოქალაქ „სინემას" ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე, სტუდია „პიონერფილმი " ქუთაისელ და ხონელ მოსწავლეებს, ქუთაისის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის და ხონის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებს, კინოქალაქ „სინემას" მოქალაქეებს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში ჩატარდა მასტერ-კლასები კინო-ფოტო ხელოვნებაში, მოსწავლეები მონაწილეობდნენ ფოტო-ვიდეო გადაღებაში, გაეცნენ „პიონერფილმის" მუშაობას, გაიმართა ერთობლივი აქტივობები. 22 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საზეიმო საღამო გაიმართა. გამომსვლელებმა პროექტის დიდ მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს, მადლობა გადაუხადეს სტუდია „პიონერფილმს" და მის ხელმძღვანელს, პროექტის იდეის ავტორს გრიგოლ ჩიგოგიძეს იმისათვის, რომ „მათი მოსწავლეები ამ დღე-სასწაულის მონაწილეები გახდნენ". „პიონერფილმის" პრეზიდენტმა ელენე ტუშურმა, პიონერფილმელებმა ისაუბრეს ხონში გატარებულ საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებზე, წარმოადგინეს ამ დღეებისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ფილმი „კინოქალაქი „სინემა", რომელშიც მისი მოქალაქეების აქტიური ყოველდღიურობაა ასახული. მასპინძლებმა და სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს, „კინოქალაქ „სინემას" გამორჩეულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საპატიო სტუმრებმა ხონიდან, ქუთაისიდან, ცნობილმა მოღვაწეებმა, ხელოვნების, მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.
|











