შეხვედრა თბილისის საპატიო მოქალაქეებთან
02 ნოემბერი 2016 წ.

2 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ორგანიზებით პროექტის „მე თბილისელი ვარ" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თბილისის საპატიო მოქალაქეებთან, მათ შორის, სასახლის აღზრდილებთან; საღამოს წამყვანებმა - კაბინეტის მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიება ეძღვნება თბილისის საპატიო მოქალაქეებსა და ქალაქზე მზრუნველ ადამიანებს, ისაუბრეს თბილისის, თბილისელობის გამორჩეულ ფენომენზე, ამ ადამიანების დიდ ღვაწლზე დედაქალაქის წინაშე. გაიმართა კონცერტი სასახლის ანსამბლებისა და სოლისტების მონაწილეობით, ისინი მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე, რის შემდეგაც სცენა საპატიო სტუმრებს დაეთმოთ.

ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.