არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი
13 ნოემბერი 2016 წ.

 

12-13 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით არსებული მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული, სპორტული, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ფორუმი ჩატარდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით. ფორუმის კოორდინატორი- ლევან დვალი.

ფორუმის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ეკატერინე თორიამ. ფორუმის კოორდინატორი- ლევან დვალი.

ორდღიანი ფორუმზე  შედგა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმომწერი დაწესებულებების სტრატეგიის (2017-2021 წლებისთვის) წარდგენა, განხილვა და ხელისმოწერა.