|
ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18 შეკრება
![]() 21 ნოემბერი 2016 წ.
![]()
20 ნოემბერს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18 შეკრება, მიძღვნილი ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ფოლკლორის კაბინეტის 25-ე წლისთავისადმი. შეკრებაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სხვა სკოლისგარეშე, არაფორმალური განათლების დაწესებულებების VI- XII კლასების მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან, 250-ზე მეტი მონაწილე.
სექციური სხდომები წარმართეს სასახლის პედაგოგებმა ცისანა ხაზარაძემ, ნინელი ჩიხლაძემ, რუსუდან ყიფიანმა, ნელი ნიკურაძემ. შეკრების მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები ფოლკლორის თემატიკაზე, მათ მიერ მოძიებული და ჩაწერილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, ანდაზები, ასევე, ხალხურ მოტივებზე შექმნილი მუსიკალური ნომრები; სარკეებიან დარბაზში გაიმართა კონცერტი სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების მონაწილეობით. სასახლის თეთრ დარბაზში გამოიფინა ფოლკლორის თემაზე შექმნილი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ნახატი, ქანდაკება, ჭედურობა, ნაქარგი, თექისა და ქეჩის ნაწარმი. ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-18 ტრადიციული შეკრების მიზანია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია, უნიკალური ტექსტების გადარჩენა. შეკრების წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და საჩუქრებით, მათ შორის „ფინკა" ბანკის წიგნებით. ღონისძიების მონაწილეების ნაშრომები შეაფასეს, მისი მუშაობა შეაჯამეს ცნობილმა ფოლკორისტებმა.
|











