|
სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე EAICY-ის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს
![]() 11 ნოემბერი 2016 წ.
![]()
10 ნოემბერს ვილნიუსში ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციის (EAICY ) გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელზეც დასახეს შემდგომი საქმიანობის გეგმები, სამომავლო პროექტები. აღსანიშნავია, რომ ეს წელი ასოციაციისთვის საიუბილეაო - EAICY 25 წლისაა. ასამბლეაზე ორგანიზაციის ახალი პრეზიდიუმის არჩევნები გაიმართა. მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი ლევან დვალი. EAICY -ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების ორგანიზაციათა ევროპული ასოციაცია ქალაქ პრაღაში 1991 წელს დაარსდა. ორგანიზაციის საქმიანობა მრავალმხრივი და ფართოა, მისი ძირითადი მიზანი მოზარდთა არაფორმალური, სკოლისგარეშე აღზრდის სისტემის განვითარებაა.
|










