|
კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსანმა“ გაგვაერთიანა“
![]() 28 ნოემბერი 2016 წ.
![]()
27 ნოემბერს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში გაიმართა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსანმა" გაგვაერთიანა" სასახლის კაბინეტების მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებმაც პოემის სხვადასხვა ასპექტი, მისი მრავალფეროვანი სამყარო წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაციები, წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები პოემის ლიტერატურულ, ისტორიულ, გეოგრაფიულ, საბუნებისმეტველო, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე: „შოთა რუსთაველის პერიოდის ისტორიული ეპოქა", „პოემის სიბრძნისმეტყველება", „რუსთაველი და ასტრონომია", „მათემატიკა ვეფხისტყაოსანში", „ფლორა და ფაუნა პოემაში", „ვეფხისტყაოსნის მთარგმნელები", „დადიანისეული ვეფხისტყაოსანი - ილუსტრაციები" და ა.შ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ასპინძის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები.
|











