შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
25 ნოემბერი 2016 წ.

24 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია სასახლის, როგორც ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების ყველაზე დიდი ორგანიზაციის საქმიანობის უკეთ წარმოჩენა, პოპულარიზაცია და მედიასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია სასახლის საქმიანობის, მისი ხელმძღვანელობის სამომავლო გეგმების, პროექტების შესახებ, ასევე ისაუბრა სასახლის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. აღნიშნა, რომ სასახლე ყოველთვის ღიაა მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლების პროგრამების განყოფილების უფროსი გოგი ჩიქოვანი. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს სასახლის ისტორიული დარბაზები, სასწავლო-სახელოვნებო კაბინეტები, მოსწავლეთა ნამუშევრები გაესაუბრნენ სასახლის პედაგოგებს.