|
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
![]() 02 დეკემბერი 2016 წ.
![]()
1 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოებასა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და სამეცნიერო საზოგადოებას თავმჯდომარე მაია ივანიძემ. მაია ივანიძემ სასახლის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ აუცილებელია მოზარდთა სამართლებრივი განათლების დონის ამაღლება; სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ სასახლის სამართალმცოდნეობის კაბინეტის მუშაობა ევროპულ სამართლებრივ ფასეულობებს ეფუძნება, რომ ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების ცოდნა აუცილებელია, რათა ახალი თაობა კიდევ უფრო განათლებული იყოს, შეძლოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება. მემორანდუმით მხარეები იღებენ ვალდებულებას, წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთის საქმიანობისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე, რაც შემდგომში განხორციელდება კონსულტაციების, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების და პროექტების მომზადების, წარდგენისა და განხორციელების გზით.
|








