საქართველოს ახალგაზრდობის სახლს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღის“ შემოქმედებითი ჯგუფი ეწვია
05 აპრილი 2012 წ.

5 აპრილს, სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სახლს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღის“ შემოქმედებითი ჯგუფი ეწვია.

ახალგაზრდობის სახლის რადიოჟურნალისტიკის კაბინეტთან არსებული რადიო სტუდია „დრო“-ს ჟურნალისტებმა სტუმრებს თავიანთი სასწავლო გეგმა და სწავლების სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟებზე, ჟურნალისტურ გამოძიებებზე, გადაცემებზე და სხვადასხვა სახის შემეცნებით თუ სამეცნიერო ნამუშევრებზე. უფროსმა თაობის წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, რადიოჟურნალისტიკის კაბინეტის ხელმძღვანელი, სტუდიის აღსაზრდელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.