საქველმოქმედო აუქციონი საქართველოს ახალგაზრდობის სახლში
07 აპრილი 2012 წ.

7 აპრილს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და სსიპ ახალგაზრდობის სახლმა საქველმოქმედო აუქციონი „მომავალს ქმნი შენ“ გამართა. აუქციონი მიზნად ისახავდა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის, „ბეღურების“ აღსაზრდელების დახმარებას.

ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა თანატოლების მხარდასაჭერად ქართული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: ნახატები, ჭედურობა, გობელენი და ხეზეკვეთის ნამუშევრები წარმოადგინეს. დამზადდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ცენტრში მცხოვრები ბავშვების ყოფა - ცხოვრებას და მათ სურვილებს ასახავდა. სტუმრების ინფორმირებულობის მიზნით შეიქმნა სპეციალური კატალოგი, სადაც წარმოდგენილი იყო აუქციონზე გასაყიდი ნამუშევარები, ლოტების სახით. აუქციონზე შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ბავშვთა ცენტრს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე კერძო პირები. აუქციონი საჯარო იყო და მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.