23 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის მეცენატთა კლუბის დაარსების საზეიმო ღონისძიება - პრეზენტაცია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა სასახლის, მისი მრავალმხრივი საქმიანობისა და სამომავლო პროექტების, გამოწვევების შესახებ, მეცენატთა და მეგობართა კლუბის დააარსების არსსა და დიდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს იგეგმება სასახლის 75 წლის იუბილეს ღირსეული აღნიშვნა , მისი რებრენდინგი - განახლება და ამ საქმეში თავის წვლილი უნდა შეიტანონ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდამჭერებმა, მეცენატებმა. სასახლის მეგობრებს, თანამდგომებს მის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები, მიენიჭათ სასახლის მეცენატთა კლუბის საპატიო წევრის სტატუსი. მოწვეულმა სტუმრებმა - ბიზნესმენებმა, ხელოვნების და მეცნიერების სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ხელმოწერით დაადასტურეს მეცენატთა კლუბის წევრობა.