|
ტრენინგი „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი“
![]() 26 დეკემბერი 2016 წ.
![]()
24-26 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიასტუდია „დროს" ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი „ჟურნალისტიკის ზოგადი კურსი". ტრენერებმა სასახლის კაბინეტების მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ლექციები ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულების შესახებ. ტრენინგის მიზანია, მონაწილეები გაეცნონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს (ბეჭდური, ტელე, რადიო, სოციალური მედია), პიარ - ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა თემების გაშუქებას მედიაში (სპორტი, ბიზნესი, ბავშვთა უფლებები), რათა ჩამოუყალიბდეთ სწორი ხედვა ჟურნალისტიკის შესახებ, შეძლონ ჟურნალისტური პროდუქტის შეფასება. ტრენინგის დასასრულ მის მონაწილეებს კურსის წარმატების გავლისთვის გადაეცათ შესაბისი სერტიფიკატები.
|










