გაფორმდა მემორანდუმი
27 დეკემბერი 2016 წ.

 

27 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს.