კინოს დღე - საახალწლო ზეიმი
28 დეკემბერი 2016 წ.

 

28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმში" აღინიშნა კინოს საერთაშორისო დღე - ახალი წლის ტრადიციული ზეიმი. ,,პიონერფილმელებმა" განასახიერეს ცნობილი ფილმების გმირები, ისაუბრეს კინოხელოვნების მნიშვნელობაზე, აჩვენეს სტუდიაში შექმნილი საინტერესო, კინოფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. თოვლის ბაბუამ დამსწრეებს ახალი წელი მიულოცა და.. ულამაზესი კონკიაც იპოვა. შემდეგ ეკრანი სტუდიის ერთი წლის მატიანეს დაეთმო - გასული წლის განმავლობაში „პიონერფილმში" გამართული ღონისძიებებს, საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღწეულ გამარჯვებებს, პრიზებს. სტუდიის კურსდამთავრებულებმა „პიონერფილმზე", მის ხელმძღვანელზე, სტუდიაში მიღებულ დიდ გამოცდილებაზე ისაუბრეს. წარმატებულ „პიონერფილმელებს", ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შემსრულებლებს გადაეცათ ჯილდოები.  საზეიმო საღამოს ვეტერანი „პიონერფილმელები",  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.