|
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი
![]() 03 იანვარი 2017 წ.
![]()
3-დან 6 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი იმართება. ზეიმი განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ჯამბაზების შოუ, თოვლის ბაბუა, პატარა სანტები, ზღაპრის ნაცნობი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები, ეწყობა სახალისო აქტივობები მოზარდებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგებიან სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლეები, ანსამბლები. თოვლის ბაბუა-ყველასთვის საყვარელი მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ კვაშალი პატარებს დღესასწაულს მოულოცავს და საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს. საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში ტრადიციულად, საქველმოქმედოა, მოსაწვევები გადაეცათ საქველმოქმედო ფონდებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს, ტელეკომპანიებს და სხვა.
|











