|
სასახლის საჭადრაკო სკოლის წარმატება
29 დეკემბერი 2016 წ.
![]()
29 დეკემბერს ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ცნობილი ოსტატის, თეიმურაზ ლომაიას მემორიალი. წარმატებით იასპარეზეს სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა, - 250 მონაწილეს შორის ისინი საპრიზო ადგილებზე გავიდნენ. მწვრთნელთა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა დავით გურგენიძემ, მესამე - მზია წერეთელმა, მეხუთე - გიორგი მაჭარაშვილმა.
|










