სასახლის საჭადრაკო სკოლის წარმატება
29 დეკემბერი 2016 წ.

 

29 დეკემბერს ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ცნობილი ოსტატის,  თეიმურაზ ლომაიას მემორიალი. წარმატებით იასპარეზეს სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის  საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა, -  250 მონაწილეს შორის ისინი საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.  

მწვრთნელთა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა დავით გურგენიძემ, მესამე - მზია წერეთელმა, მეხუთე - გიორგი მაჭარაშვილმა.